пятница, 18 марта 2016 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
იათამზე ჩაჩხიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაილაშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
1924 წლის აჯანყება
თემის შინაარსი
1924 წლის აჯანყების მიზეზებისა და მიზნების აღწერა. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას აჯანყების შესახებ, საქართველოსა და ლეჩხუმის სინამდვილეში. დაგეგმავენ და მოინახულებენ ლაილაშის  ე.წ. ,,ებრაელთა სასაფლაოს’’ სადაც მოხდა აჯანყებულთა ანგარიშსწორება, ასევე ებრაულ სინაგოგას, სადაც ყავდათ ჩაკეტილი მსჯავრდებულები დასჯამდე, შეადგენენ ამ ადგილების გეგმას (რუკას), ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან  აჯანყების შესახებ ცალკეულ ეპიზოდებს, გადაიღებენ ფოტოსურათებს, ამზადებენ ალბომს და შექმნიან ბლოგს.
საგანი
ისტორია
დონე/კლასი  
დონე III, კლასი X-XI, 8 მოსწავლე.
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლე შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეს შეუძლია:
ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
ბ)მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
გ)მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური: აუდიო, ვიდეო მასალისა და ინტერნეტ  რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, რომანები, პოეტური ნაწარმოებები).
დ)კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.
ე)მოსწავლეები წარმატებით იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
.მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამისი ლიტერატურიდან.
.მოინახულებენ და შეისწავლიან აჯანყებასთან დაკავშირებულ ადგილებს, სოფლის სინამდვილეში.
.გადაიღებენ ფოტოებს.
.გაესაუბრებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
.შექმნიან ბუკლეტს, ალბომს.
.მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.
.გააცნობიერებენ აჯანყების მნიშვნელობას და გაიაზრებენ თავიანთ დამოკიდებულებას აჯანყებისა და აჯანყებულთა სანუკვარი მიზნების მიმართ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
.რა იცით 1924 წლის აჯანყების შესახებ?
.როგორ განვითარდა აჯანყება საქართველოს მასშტაბით?
თემატური კითხვები

.რა მოხდა 1924 წლის აგვისტოში სოფელ ლაილაშში, ებრაულ სინაგოგასა და ებრაელთა სასაფლაოზე?
.როგორ გაუსწორდნენ აჯანყების მოთავეს ვლადიმერ ქარსელაძეს და სხვებს?


შინაარსობრივი კითხვები
.როდის და რა ვითარებაში დაიდგა დასჯილთა საფლავზე ქვის სტელა წარწერით: ,,მარადიული ხსოვნა 1924 წელს დახვრეტილ ერისკაცებს’’?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










კითხვა-პასუხი
დისკუსია

ვაწარმოებ დაკვირვებას პროექტის მიმდინარეობაზე, რამდენად ჩართულია ყველა მოსწავლე პროექტის განხორციელებაში


გამოკითხვა
მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება

თვით-შეფასება
პრეზენტაციის რუბრიკა
  ვ-მ-ვ
ჯგუფის ლიდერი აკეთებს გამზადებული ფოტო მასალის პრეზენტაციას
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განხორციელების დაწყებამდე მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას რა იციან 1924 წლის აჯანყების შესახებ. ვნახულობ მათ სამოქმედო გეგმას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს აქვთ კომპიუტერული მუშაობის უნარ-ჩვევები და აქვთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
სასწავლო პროცედურები
ვქმნით ჯგუფს, ჯგუფი ირჩევს ლიდერს, (ასახელებენ ლიდერობის კანდიდატებს და შემთხვევითი შერჩევის გზით  ირჩევენ ერთ-ერთს) ჯგუფს ვაჩვენებ 1924 წლის აჯანყების მონაწილე  ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლების ფოტოებს და ვეკითხები ხომ არ გაუჩნდათ სურვილი კონკრეტულად უფრო მეტი იცოდნენ მათ შესახებ. ბავშვები ქმნიან დროში გაწერილ გეგმას, მოიძიებენ ადგილებს, აგროვებენ ფოტომასალას და ამზადებენ ბუკლეტს.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
თავის შესაძლებლობების მიხედვით აკეთებენ დავალებებს, იღებენ ფოტოებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

დახმარებას ვთხოვთ უცხო ენის მასწავლებელს, გამოვიყენებთ ტექსტის თარგმანს ინტერნეტით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
პროექტით არჩეული თემის ირგვლივ აკეთებს სიღრმისეულ კვლევას, ანალიზს და აფასებს პრეზენტაციით.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий